
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება და მეცნიერება 21-ე საუკუნეში: გამოწვევები და ახალი პერსპექტივები“ ფარგლებში
წარმატებით განხორციელდა სამეცნიერო პლატფორმის „განათლება განვითარებისა და სტაბილურობისათვის“ ინიციატივა, რომელიც ეხებოდა აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტთა „ოქროს სიის“ შექმნას.
„ოქროს სიის“ შექმნის მიზანს წარმოადგენდა უკვე არსებული ექსპერტთა კორპუსიდან ორეტაპიანი შერჩევის შედეგად საუკეთესო 10 ექსპერტის გამოვლენა. სიის ოფიციალური წარდგენა განხორციელდა კონფერენციის მსვლელობისას, ხოლო შესაბამისი სერტიფიკატი საზეიმოდ გადაეცა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ამით აღიარებული იქნა ცენტრის განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
ღონისძიების ფარგლებ ში, თითოეულ ექსპერტს, ვინც „ოქროს სიაში“ შევიდა, გადაეცა ინდივიდუალური სერტიფიკატები. აღნიშნულმა ინიციატივამ კონფერენციის მონაწილეების, ოფიციალური პირებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ინიციატივა შეფასდა, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საგანმანათლებლო ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის გზაზე.
საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრებმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს აღნიშნული ინიციატივის მიმართ, ხაზგასმით აღნიშნავდნენ მის სტრატეგიული მნიშვნელობისა და მომავალი წარმატებების დიდ პოტენციალს.
კ ონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „რეალპოლიტიკა 21-ე საუკუნეში და ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლების სისტემა“ ფარგლებში.














