
2025 წლის 20–21 თებერვალს თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ინდუსტრიული პოლიტიკა 21-ე საუკუნეში“, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, მა თ შორის ლონდონის ეკონომიკური სკოლიდან და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციიდან (UNIDO). კონფერენცია დაორგანიზდა სამეცნიერო პლატფორმის „განათლება განვითარებისა და სტაბილურობისათვის“ მიერ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ეკონომიკური განვითარება და სტრუქტურული ტრანსფორმაცია“ ფარგლებში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები წარმატებული ეკონომიკური განვითარების მოდელებზე, მათ შორის ჩინეთის ეკონომიკური სასწაულის შესახებ. UNIDO-ს კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა ნაბუია ჰარაგუჩიმ წარადგინა ორგანიზაციის წლიური ანგარიში ინდუსტრიული პოლიტიკის მიღწევებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. პროფესო რმა რობერტ უეიდმა ისაუბრა ჩინეთის ეკონომიკურ ნახტომზე, მათ შორის ავტოწარმოების და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში მიღწეულ პროგრესზე.
პროექტის ფარგლებში სამეცნიერო პლათფორმისა და Young Scholars Initiative-ის თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ჩამოვიდნენ დოქტორანტები გერმანიის, აშშ-ს, იტალიისა და ირანის წამყვანი უნივერსიტეტებიდან, რომლებმაც წარადგინეს მოხსენებები ინდუსტრიული პოლიტიკის თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებზე.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ასევე ეკონომიკის ა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები.
























