სამეცნიერო პლატფორმის შესახებ
დღეს ჩვენი სამეცნიერო პლატფორმა – „განათლება განვითარებისა და სტაბილურობისათვის“ – საინტერესო და ამავდროულად, გამოწვევებით სავსე გზაჯვარედინზე დგას. ის, რაც თავდაპირველად მხოლოდ კონცეპტუალური ხედვა და ამბიციური იდეა იყო, თანდათან ჩამოყალიბდა რეალურ და მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრად. ჩვენ მიზნად ვისახავთ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას, რომელიც ეფუძნება მეცნიერების მაღალ სტანდარტებს, აკადემიურ ღირსებასა და ეთიკურ პასუხისმგებლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მიზნების მისაღწევად, სამეცნიერო კვლევებით მიღებული ცოდნის, ანალიზისა და დასკვნების ფართოდ მიწოდება საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის, რაც აუცილებელია რეალური გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელად. ჩვენი სამეცნიერო პლატფორმის შექმნის იდეა გამომდინარეობდა მეცნიერებისა და რეალური ცხოვრების უფრო მჭიდრო ინტეგრაციის აუცილებლობიდან. ღრმად გვჯერა, რომ მხოლოდ მეცნიერულად დასაბუთებული, კრიტიკულ აზროვნებასა და ობიექტურ ფაქტებზე დამყარებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს საზოგადოების გრძელვადიან პროგრესსა და სტაბილურობას. ჩვენი სამეცნიერო პლატფორმის მთავარი ამოცანაა:
-
უმაღლესი ხარისხის აკადემიური კვლევების უზრუნველყოფა;
-
კვლევების შედეგების მიწოდება სახელმწიფოს, საზოგადოებისა და
-
მიზნობრივი ჯგუფებისთვის;
-
ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება;
-
ახალგაზრდა მკვლევარებისა და სადოქტორო პროგრამები
-
სტუდენტების აქტიური მხარდაჭერა;
-
საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი პროცესების მეცნიერული
-
ანალიზი და ახალი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გენერირება.
პლატფორმის მიერ განხორციელებული აქტივობები, მათ შორის ბოლო პერიოდში ორგანიზებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების სერია ნათლად ასახავს ჩვენს მზარდ სამეცნიერო კავშირებსა
და პოტენციალს, რომელიც საფუძველს უყრის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას და მისი შედეგების გაფართოებას. ნიშანდობლივია, რომ ამ კონფერენციებში მონაწილეობდნენ წამყვანი საერთაშორისო მეცნიერები და ექსპერტები ისეთი ცნობილი ინსტიტუტებიდან და ორგანიზაციებიდან, როგორიცაა London School of Economics, Princeton University, UNIDO, City University of London, European University Institute და სხვები. ეს ღონისძიებები ფარავდნენ აქტუალურ და სტრატეგიულ თემებს, როგორიცაა ინდუსტრიული პოლიტიკა, განათლებისა და მეცნიერების გამოწვევები და რეალპოლიტიკის გავლენა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. ამავე პერიოდში, ჩვენმა სამეცნიერო პლატფორმამ, როგორც კვლევითმა ორგანიზაციამ, დამოუკიდებლად შეიმუშავა და განახორციელა მნიშვნელოვანი აქტივობები, როგორიცაა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა „ოქროს სიის“ შექმნა, რომელშიც მოხვდა 10 გამორჩეული ექსპერტი, რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. ასევე მოხდა ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოს აღიარება ამ მიმართულებით.
გარდა ამისა, პლატფორმამ შეიმუშავა და დაანონსა მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივები – წლის საუკეთესო მეცნიერის გამოვლენა და საუკეთესო ინსტიტუციის დაჯილდოება, რომელმაც ხელი შეუწყო მეცნიერების განვითარებას საქართველოში. ამ ინიციატივების ეფექტურობისა და საზოგადოებრივი
აღიარების უზრუნველსაყოფად, პლატფორმა გეგმავს აქტიურ საინფორმაციო კამპანიებსა და ღონისძიებებს. მე, როგორც
ამ პლატფორმის თავმჯდომარეს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მეცნიერ-მკვლევარებსა და ჩვენს პარტნიორებს ბაქარ ბერეკაშვილსა და ტატო ხუნდაძეს, ასევე პროფესორ ტომას პელის, რომელმაც უანგაროდ დაუთმო საკუთარი ჰონორარი ქართველი ახალგაზრდების კვლევითი პოტენციალის განვითარებას. განსაკუთრებული მადლობა ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერისთვის გიორგი თუთბერიძეს და ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა და მომავალშიც შეიტანს ჩვენს საქმიანობაში. ჩვენი პლატფორმა აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას წამყვან საერთაშორისო და ქართველ მეცნიერებთან, ექსპერტებთან და კვლევით ინსტიტუტებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მიზანია კვლევის შედეგები, რომლებიც მკაცრად მეცნიერულ მიდგომებს ეფუძნება, გახდეს ხელმისაწვდომი სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მოქალაქეებისთვის, რათა მათ მიეწოდოთ ობიექტური, დამაჯერებელი და მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩვენი ხედვა ემყარება პრაგმატულ რეალიზმს. ეს არა მხოლოდ სამეცნიერო
მიდგომა, არამედ პასუხისმგებლობაა, რომელიც გვავალდებულებს ობიექტურად, მკაფიოდ და გულწრფელად განვიხილოთ რეალობა, რომლის წინაშეც დგას ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება. სწორედ ამიტომ, ჩვენი კვლევები შესაძლოა იყოს მწვავე და კრიტიკული, თუმცა მათი მიზანია არა საზოგადოების დანაწევრება, არამედ პირიქით, მისი ერთიანობისა და კონსოლიდაციის განმტკიცება. ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ არსებულიპრობლემები, შევთავაზოთ მეცნიერულად დასაბუთებული და ეფექტური გადაწყვეტები, რაც რეალურად დაეხმარება საზოგადოებას. შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ როგორც საჯარო, ასევე დახურულ კვლევებს. საჯარო კვლევების მიზანია საზოგადოების ფართო ჩართულობა, პრობლემების გაცნობიერება და თემატური დიალოგის სტიმულირება. დახურული კვლევები კი ემსახურება განსაკუთრებულად მგრძნობიარე და პასუხისმგებლობის შემცველ საკითხებზე დეტალურ ანალიზს, რომლის შედეგებიც უშუალოდ მიეწოდებათ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებსა და ინსტიტუციებს, რათა მათ საფუძვლიანად მიიღონ ინფორმაცია და სათანადოდ უპასუხონ არსებულ გამოწვევებს.
ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ კვლევების წამყვანი ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების და თითოეული მოქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების წარმატებით დაძლევას. ღია ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რომელიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებებსა და მიზნებს.
ჩვენი საბოლოო მიზანია სამეცნიერო ცოდნის შექმნა, მისი განვითარება და გავრცელება, რათა იგი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდეს.
ზაზა რუხაძე,
პროფესორი, სამეცნიერო პლათფორმის თავმჯდომარე


